2013-11-13

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გამომცემლობებს შორის

13 ნოემბერს, 11:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს „თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობასა“ და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონს“ შორის.

მემორანდუმს  თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,   თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობის ხელმძღვანელი ნინო მელიქიშვილი და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ დირექტორი ნიკოლოზ კორტავა მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ უნივერსიტეტს გადასცემენ ყველა საინტერესო ახალი გამოცემის თითო ეგზემპლარს. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტი  დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებისა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი