2014-11-12

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პრეზენტაცია თსუ-ში

12 დეკემებრს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დაარსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს აკადემიურ სივრცეში გადაიტანოს იმ საკითხების განხილვა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით სწორი და თანმიმიდევრული ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს. ცენტრის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებითა და  მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, შშმ პირთა მხადამჭერი სოციალური პროგრამებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ახალი პროექტი, რომლის განხორციელებას ცენტრი 1 დეკემბრიდან იწყებს. პროექტის  „შშმ პირთა დასაქმება საქართველოში - უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის გამოცდილების პერსპექტივიდან“ ფარგლებში, უცხოელ მკვლევრებთან ერთად შესწავლილი იქნება საქართველოში შშმ პირთა დასაქმის ეფექტური გზები.  პროექტის შედეგები წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ შეხვედრებსა და საერთაშორისო  კონფერენციაზე. ასევე, გაშუქდება საერთაშორისო პუბლიკაციაში. პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი