2013-10-14
მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“
14 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია
„ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“ გაიმართება.
კონფერენცია ტრადიციულია და თსუ-ში 2001 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“. მას შემდეგ, რაც 2009 წელს დიდი ადრონული კოლაიდერი გაიშვა, კონფერენციას შეეცვალა სახელი და დაერქვა „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“. კონფერენციაზე მაღალი ენერგიების ფიზიკა (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) და მისი თანმდევი საკითხები განიხილება, ამასთან, დაკავშირებულია ფიზიკასთან, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე სრულდება.
კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, მათი უცხოელი კოლეგები, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობენ.
კონფერენცია 19 ოქტომბრამდე გასტანს.
კონფერენციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: lhc2013.tsu.edu.ge
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 , თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია ( ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზი)
« იხ. ყველა ანონსი