2014-10-09

თანამშრომლობის მემორანდუმი

9 ოქტომბერს, 11.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თნამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საერთაშორისო  ევროპული  ინსტიტუტების  კოალიციის: ევროპულ-ქართული  საერთაშორისო  მოძრაობასა და ევროპულ-ქართულ  საზოგადოებასთან. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ევროპულ-ქართული  საერთაშორისო  მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე, ევროპულ-ქართული  საზოგადოების პრეზიდენტი ანა რეხვიაშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები იზრუნებენ უნივერსიტეტის საზღვარგარეთ სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონტაქტების გაღრმავებაზე, რაც გამოხატული იქნება სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობაში; ერთობლივად მოაწყობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი







« იხ. ყველა ანონსი