2014-10-08
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
9 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ელგუჯა ხოკრიშვილი თსუ სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა დაესწრება.
სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ საკითხებზე, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემაზე, სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმებზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სტუდენტებს წარუდგენს სტუდენტურ კონკურსს „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი