2015-04-29

"არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ"

29 აპრილს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ“ გაიმართება.

ღონისძიებას  იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს,  სასამართლოსა და სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის პირველ ბლოკში სამართლის პროფესორი ნინო გვენეტაძე და მოსამართლე რენატა ვინტერი განიხილავენ კოდექსის პროექტს და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.  ასევე, მოწვეული ექსპერტები, ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, რენატა ვინტერი და ჰელგა ობერლოსკამპი ისაუბრებენ გერმანული კანონმდებლობით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე, მათ მიმართ განხორციელებულ ევროპულ მიდგომებზე. ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტის კრიმინოლოგიური შეფასება“.  პროცესუალურ და სასჯელაღსრულებით ნაწილში არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დააფიქსირებენ საკუთარ აზრს მოსამართლეები, პროკურორები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი