2015-07-27

მე-8 საერთაშორისო ფესტივალი თბილისში „მსოფლიოს ხელოვან ქალთა მეგობრობის ხიდები”

27 ივლისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება მე-8 საერთაშორისო ფესტივალი  „მსოფლიოს ხელოვან ქალთა მეგობრობის ხიდები”.

ღონისძიებაში 55 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუმინეთი, პოლონეთი,  საბერძნეთი, ეგვიპტე, ერაყი, მაროკო, ტუნისი, მაკედონია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი.

თსუ-ში ფესტივალი გაიხსნება თურქი კარიკატურისტი მხატვრის ჰარუნ იავრუოღლუს  პერსონალური გამოფენით. შემდეგ გაიმართება ვორქშოპები თსუ სამხატვრო სტუდიაშა და ძველ თბილისში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი