2019-12-11

მარჯორი უორდროპი - 150

11 დეკემბერს, 15.00 სათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართება თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს რეგიონული კონფერენცია „მარჯორი უორდროპი - 150“.
კონფერენცია ეძღვნება მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავს.
საგანგებოდ ამ დღისთვის იბეჭდება წიგნი „მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე გაიმართება.
მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირველად 1998 წელს გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებში. ეს მასალები უორდროპების ფონდში აღმოაჩინა პროფესორმა მარიკა ოძელმა, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს. 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე და მარიკა ოძელი, სამინისტროს მხარდაჭერით, მივლინებით იმყოფებოდნენ ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში სამუშაოდ. მათ საქართველოში ჩამოიტანეს მარჯორის ლექსიკონის ფოტოასლები და სტუდენტებთან ერთად დაიწყეს მუშაობა მათ გაციფრებასა და შესწავლაზე. სწორედ მარჯორის ეს ლექსიკონი იბეჭდება წიგნად კომენტარებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი