2014-12-17
ირანული ფილმის „ჩვენი ცხოვრების დღეები“ ჩვენება
17 დეკემბერს, 16.00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანელი რეჟისორის ფარვიზ შეიხთადის ფილმის „ჩვენი ცხოვრების დღეები“ ჩვენება გაიმართება.
ფილმის პროდუსერია საიდ საადი, ოპერატორი ამირ ქარიმი. როლებში: ჰამიდ ფაროხნეჟადი, ჰენგამე ყაზიანი, ქარიმ აქბარ მობარაქე, ქუროშ სალიმიანი, ჰოსეინ სალარი და სხვ. ფილმის ქრონომეტრაჟია 90 წთ.
ფილმმა მოიპოვა ჯილდოები ირანის ფაჯრის 30-ე კინოფესტივალის ფესტივალის საპატიო დიპლომი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში; პრემია „ბროლის სიმორღი“ საუკეთესო რეჟისურისთვის; პრემია „ბროლის სიმორღი“ საუკეთესო ქალის როლისათვის; პრემია „ბროლის სიმორღი“ საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის; პრემია „ბროლის სიმორღი“ საუკეთესო სპეცეფექტებისათვის.
ფილმში მოქმედება ხდება 1988 წელს, ირან-ერაყის ომის დროს. ოჯახური წყვილი, ლეილა და ამირალი საველე საავადმყოფოს ექიმები არიან, მათ თავისი ცხოვრება მთლიანად მუძღვნეს თავის პროფესიას. მაგრამ ფრონტის ხაზზე ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ბრძანების გამოცხადებისა და ერაყული ავიაციის მიერ საველე საავადმყოფის დაბომბვის შემდეგ, ლეილა და ამირალი რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან.
ფილმის ენაა სპარული, ინგლისური სუბტიტრებით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი