2015-04-23
სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში
23 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე შვიდივე საფაკულტეტო კომისიების და საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ ავტორები - თსუ პროფესორები, ემერიტუსები, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.
ღონისძიებებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
23 აპრილი, ფორუმის პირველი დღე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ თსუ პროფესორების, ემერიტუსების, მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმობა. ფაკულტეტიდან წარმოდგენილია თითო ნაშრომი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.
24 აპრილს თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ სამეცნიერო მოხსენებებს. მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებს - 500 ლარის, მაგისტრანტებს- 1000 ლარის, დოქტორანტებს- 1500 ლარის ოდენობით.
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით პირველად შარშან, 2014 წელს გაიმართა. მასში თსუ ექვსივე ფაკულტეტის პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპეციალურად სამეცნიერო ფორუმისთვის გაზეთ ,,თბილისის უნიევრსიტეტის” რედაქციამ მოამზადა კრებული ,,კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა-ივანე ჯავახიშვილი” (შემდგენელი და რედაქტორი ნინო კაკულია), რომლის პრეზენტაციაც ფორუმის მსვლელობისას იგეგმება. კრებული სამეცნიერო ფორუმში გამარჯვებულებს გადაეცემათ.
უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენი დარბაზში მოეწყობა ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი, მუზეუმში დაცული, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული და არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ "გრაკლიან გორაზე’’ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის გამოფენა.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2015 წელს მეცნიერის 139 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი