2015-06-25
ჰარალდ ვერცს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
25 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება უნივერსიტეტ პარიზი 8-ს (საფრანგეთი) პროფესორს
ჰარალდ ვერცს. ღონისძიებას თსუ რექტორი აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ საპატიო დოქტორის წოდება ჰარალდ ვერცს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის, პარიზი 8-სა და თსუ შორის სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მისი პედაგოგიური და ამავე დროს, ხანგრძლივი, მაღალი დონის კვლევითი საქმიანობისთვის მიენიჭება.
პროფესორი ჰერალდ ვერცი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სადისერტაციო ნაშრომთა ხელმძღვანელი, 6 წიგნის ავტორი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, 50-იოდე სამეცნიერო მოხსენების ავტორი, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის სამეცნიერო ლაბორატორიებში მიწვეული პროფესორია. ჰარალდ ვერცი უკვე 40 წელია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საფრანგეთსა თუ მის საზღვრებს გარეთ.
ამასთან, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ - ქართული საბაკალავრო პროგრამის 2013-2014 სასწავლო წლის 5 კურსდამთავრებულს - მარიამ გასვიანს, თეონა ქაჯაიას, რუსუდან ქიტიაშვილს, გიორგი იაშვილს - უნივერსიტეტ პარიზი 8- ს დიპლომები გადაეცემათ.
აღნიშნული პროგრამა თსუ-ში 2008 წლიდან არსებობს და ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით აკრედიტებულია საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ლისანსის (საფრანგეთის სახელწიფოს მიერ გაცემული დიპლომი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი.
კურსდამთავრებულებს დიპლომებს უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პარიზი 8-ის პროფესორები გადასცემენ. ცერემონიალს აგრეთვე დაესწრება საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი