2020-01-27
საერთაშორისო კონფერენცია- „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020“
27 იანვარს,
13:30 საათზე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია - „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020“.
კონფერენციას
უმასპინძლებს
თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. კონფერენცია 31 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.
საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი-2020“ ერთად შეკრებს ამერიკის, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა) მომუშავე 70-ზე მეტ ფიზიკოსს და მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია ტრეკული დეტექტორების შესწავლის მიზნით ჩატარებულ სატესტო დასხივებებთან, კალორიმეტრიასთან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გამოკვლევებთან.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება გამოცდილი მეცნიერების მოხსენებები, რომლებშიც ასახული იქნება მსოფლიოში ცნობილი ამაჩქარებლების ცენტრების სატესტო დასხივებების დაწესებულებების სტატუსი, სატესტო დასხივებების ექსპერიმენტებში მიღებული შედეგები და ასევე ჩატარებული იქნება ტრენინგები მიღებულ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების (უზრუნველყოფის) შესასწავლად.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები. კერძოდ, ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების სპეციალისტი ექსპერტები და წინა პერიოდში (2012-2019 წწ) ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები: ჰენდრიკ იანსენი (DESY, ჰამბურგი, გერმანია), მარისოლ რობლესი (მაინცის უნივერსიტეტი, გერმანია), სიმონ სპანაგელი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია), ჰენრიკ ვილკინსი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია).
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 317-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი