2019-12-05

მემორანდუმები თსუ-სთან

5 დეკემბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მემორანდუმებს გააფორმებს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი  "Save the Children International"-ის საქართველოში  წარმომადგენლობით ოფისს, შ.პ.ს. „ეთნო-ტურსა“ და „ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან.“  
უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი  "Save the Children International"  თსუ-ს 5 ტრენინგ-მოდულს უსასყიდლოდ გადასცემს. ტრენინგ-მოდულები სტუდენტებს დაეხმარება გარდამავალი უნარების განვითარებაში მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. თსუ-ის მიერ შერჩეული 13 ტრენერი მომზადდება შემდეგ საკითხებში: კომუნიკაციის უნარები; გუნდური მუშაობის უნარები; მეწარმეობასთან დაკავშირებული უნარები; პრობლების გადაჭრა/გადაწყვეტილების მიღების უნარები; სწავლების სწავლა (Learning to Learn).
ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია ევროპის გაერთიანებათა კომისიის (European Comission) მიერ დაფინანსებული პროექტის„ახალგაზრდები ცვლილებებისათვის: უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ (Your Up 4 Change: better skills for successful transition) „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ).
თსუ-ის მიერ არჩეულ 13 ტრენერს ვალდებულება ექნება ტრენინგ-მოდულები ჩაატაროს სისტემატურად 16 დან 27 წლამდე ასაკის ახალგარზდების კარიერული განვითარებისათვის. (სკოლის მოსწავლეები, თსუ სტუდენტები) შესაბამისად ტრენერთა ჯგუფში შედიან კარიერული განვითარების ცენტრის, სტუდენტური თვითმართველობის, საბავშვო უნივერსიტეტის, ინოვაციების ცენტრის თანამშრომლები და თსუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რომელთაც ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
შ.პ.ს. „ეთნო-ტურთან“ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას პროფესიული მიმართულებით. ,,ეთნო-ტური“ წარმოადგენს ტურიზმის ბაზარზე ერთ-ერთ ცნობილ ტუროპერატორს, რომელსაც ტურების ორგანიზებისათვის ესაჭიროება კვალიფიციური გიდები. "ეთნო-ტურის" შეთავაზებაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების და ისტორიის მიმართულების სტუდენტების დასაქმება მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. 
"ეთნო-ტური" ტურიზმის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუდენტებს  კარიერული განვითარების მიზნით ტრენინგებს შესთავაზებს.
„ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან“ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, პრაქტიკის განმახორციელებლისთვის საკადრო რეზერვის შექმნა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რათა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა: პრაქტიკაში გამოსცადონ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები; პრაქტიკული უნარების განვითარების გზით უკეთ მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის; საზოგადოების სწრაფცვალებადი მოთხოვნიდან გამომდინარე გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე. 
მუზემუმების გაერთიანება უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევების მიმართულების სტუდენტების სტაჟირებას, დასაქმებას და კარიერული განვითარების მიმართულებით ტრენინგებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
   






« იხ. ყველა ანონსი