2015-05-07

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე

7 მაისს, 17:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მინაწილეობას მიიღებს  ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“, ანსამბლი მედ -„საუდადი/სევდა: შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირა  მუსიკა“, დანიელა ტომაჟი - ისტორიული ფლეიტები და „ადუფე“, დიდიე ფრანსუა - ნიკელარფა.

2015 წელს პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობა (CPLP) აღნიშნავს ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან 2014 წელს, საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პორტუგალიური ენის ცენტრი, 5-9 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს კულტურულ ღონისძიებებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი