2019-06-10

პორტუგალიური ენის კვირეულის გახსნა

10 ივნისს, 19.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პორტუგალიური ენის კვირეული. თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი და ბრაზილიის საელჩო საქართველოში, 10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნავს პორტუგალიური ენის კვირეულს, რომლის ფარგლებში გაიმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება მოეწყობა 11 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, 19:00 საათზე (თსუ-ს I კორპუსი, ოთახი 101).
პორტუგალიური ენის კვირეულის პროგრამა:
• „ჟოზე სარამაგუ“ - 20 წლის ნობელის პრემიის აღსანიშნავი გამოფენა.
• ლონდა ჟღენტი - პორტუგალიურ და ბრაზილიური სიმღერები.
• „ქეთევან დედოფლის წამების აღმწერელი  XVIII საუკუნის აზულეჟუს პანო. გრასას მონასტერი, ლისაბონი.“ მარიეტა ჩიხლაძე
• „ჟოზე და პილარი“ - დოკუმენტალური ფილმი ჟოზე სარამაგუს შესახებ.
• პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,  სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი