2015-04-28

ამერიკისმცოდნეობის მესამე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

28 აპრილს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მესამე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნება. კონფერენციის გახსნას დაესწრებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონიძიებაზე სტუდენტები წარადგენენ მოხსენებებს კონფერენციის მთავარი თემის - ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ამერიკელი სტუმრები ჩაატარებენ ორ მთავარ პრეზენტაციას:
•ამერიკელი რეჟისორები ჯეისონ და ლეი დასილვები თემაზე „დოკუმენტური ფილმების გამოყენება სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“. (დასაწყისი: 11 საათი)
•საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშეს მოადგილე იუნ ნამი თემაზე „მრავალფეროვნება ამერიკაში - წყალობა თუ ტვირთი?“ (დასაწყისი: 3 საათი)

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: americanstudiestsu.blogspot.com

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი