2016-05-11

დასაქმების ფორუმი თსუ-ში

11 მაისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია.  კომპანიების მოწვევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:
საჯარო სფერო: იუსტიციის სახლი, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;
საბანკო-საფინანსო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;
სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი L, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი;
კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia;
მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება:  ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა;
სამედიცინო სფერო:  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,  ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა;
სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვა.

დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულსაც).

დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: career@tsu.ge

ფორუმში მონაწილე დამსაქმებელთა სია


მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი