2015-03-13
საგაზაფხულო სკოლის „ლიდერი“ პრეზენტაცია
13 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლის „ლიდერი“ გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას თსუ რექტორი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, თბილისის მერი, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ესტონეთის ელჩი, ისრაელის ელჩი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი დაესწრებიან.
პროექტი „ლიდერი“ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 30 საუკეთესო სტუდენტის შერჩევასა და მათთვის სემინარების ჩატარებას სამეწარმეო უნარების, პროფესიული ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის განვითარების მიზნით.
სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და წარმატებული ბიზნესმენები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმღვანელი პირები.
გამორჩეული სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან საკონფერენციო მივლინებით საზღვარგარეთ, ფასიანი პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით. ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი