2019-11-22

,,საბავშვო კარუსელი’’ თსუ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებს ჟურნალ „საბავშვო კარუსელის“ წარმომადგენლები შეხვდებიან. ისინი წარმოადგენენ სახალისო კროსვორდებს, თავსატეხებს, სახალისო ამბებს საყვარელ გმირებზე. 
მოსწავლეებს მასტერ-კლასს  ჟურნალის ილუსტრატორი ჩაუტარებს.
,,საბავშვო კარუსელი’’ ილუსტრირებული, ფერადი ჟურნალია, რომლის მთავარი ამოცანაა, თამაშითა და ხალისით გაუვარჯიშოს პატარებს გონება, ჟურნალი მუდმივად სთავაზობს მკითხველს სიახლეებს, სიურპრიზებსა და საჩუქრებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი   

« იხ. ყველა ანონსი