2010-01-08

თსუ აცხადებს ეკონომიკის მიმართულების ინგლისური ენის პედაგოგების დამატებით შერჩევას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) აცხადებს ეკონომიკის  მიმართულების ინგლისური ენის პედაგოგების დამატებით შერჩევას.

შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თსუ-ს ენების ცენტრში ამჟამად დასაქმებულ პერსონალს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს. შერჩევა იწარმოებს წერითი და/ან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.

სამუშაოს აღწერილობა:
სპეციალური კომისიის მიერ რეკომენდებული აპლიკანტები ინგლისური ენის გაკვეთილებს ჩაატარებენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისაგან შემდგარ ჯგუფებში.

ჯგუფში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა: 16.

კომისიის მიერ შეჩეულ აპლიკანტს ევალება:
** გაკვეთილის დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება
** შუალედური და საბოლოო საგამოცდო საკითხების მომზადება
** შუალედური და საბოლოო საგამოცდო ნაშრომების გასწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტური უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების სფეროში;
** სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის ცოდნა
** პერიოდული წერილობითი ანგარიშების მომზადების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიული კომუნიკაციის უნარი.

კვირეული დატვირთვა: 20 აკადემიური საათი.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი.
ანაზღაურება: 18 ლარი/აკადემიური საათი (დარიცხული).

სააპლიკაციო პაკეტი:
ა) განცხადება შესარჩევი კომისიის სახელზე (იხილეთ დანართი);
ბ) ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, თანდართული ნიმუშების მიხედვით (ქართული ვერსია), (ინგლისური ვერსია);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი/ასლები;
ე) პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის სრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
ვ) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/დიპლომის/ცნობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი/ასლები.

სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტის ჩაბარება იწარმოებს 2010 წლის 5 იანვრიდან 2010 წლის 22 იანვრის ჩათვლით (10-დან 17 საათამდე), შემდეგ მისამართზე: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,
უნივერსიტეტის ქ. 2, VI სართული, ოთახი 601.

კონტაქტი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, გიორგი ხიშტოვანი
ტელეფონი: 30-41-63
ელ-ფოსტა: economicsandbusiness@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი