2015-05-22
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს შორის
22 მაისს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ბარკალაია მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვით მედიცინის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, პროფესიული ცოდნისა და აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და დახვეწა. ცენტრის საჭიროებებისა და მიზნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საგამოცდო, საატესტაციო და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი