2019-03-12
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი, პროფესორი ჯეფრი დევიდ საქსი თსუ-ში
12 მარტს, 11:15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი,
ჯეფრი საქსი საჯარო ლექციას გამართავს. ღონისძიებაზე ჯეფრი დევიდ საქსს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ჯეფრი დევიდ საქსი არის მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ეკონომიკის დარგში, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში.
კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია.

პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.
ჟურნალი "The Economist" მას „ყველაზე გავლენიან ეკონომისტად“, "Time Magazine" „მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ეკონომისტად“, "The New York Times" კი "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად" მოიხსენიებს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,
მუზეუმი,
მეორე სართული.
« იხ. ყველა ანონსი