2020-02-26
გამოფენა - ,,აკრძალული წიგნები’’
26 თებერვალს 17:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა - ,,აკრძალული წიგნები’’.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყოფილ სპეც. ფონდში დაცული გამოცემები.
დამსწრე საზოგადოებას 1921 წლის 25 თებერვალსა და საოკუპაციო რეჟიმზე ესაუბრება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
მისამართი.: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.