2015-05-30

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა - პრობლემები და გადაჭრის გზები 2015 “

30 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია  „საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა - პრობლემები და გადაჭრის გზები 2015 “.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი თემები:
  • საქართველოს გარემოსდაცვითი/ ეკოლოგიური პოლიტიკა;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა;
  •  საქართველოს საშინაო პოლიტიკა;
  • საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური პოლიტიკა.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პარლამენტარი გიორგი კახიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, ასევე პოლიტიკური ექსპერტები.

ჟიურის წევრთა შორის არიან  თსუ  რექტორის მრჩეველი,  თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევების  ცენტრის დამფუძნებელი, თსუ ლექტორი ქეთევან კრიალიშვილი, თსუ პროფესორი გიორგი კვინიკაძე, ორგანიზაციის “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი ნინო ლაგვილავა.

კონფერენცია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტთა ინიციატივით იმართება.

 მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1,  თსუ  პირველი კორპუსი,  318–ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი