2015-05-23

„განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“- გამოფენა თსუ-ში

23 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.“ ღონისძიებას დაესწრებიან თსუ სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსისა და საელჩოების წარმომადგენლები
.
ექსპოზიციაში  წარმოდგენილი იქნება ქართველი და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ევროპელი განმანათლებლების 200-მდე ფოტო, ბიოგრაფია, მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც განმანათლებლურ იდეებს შეეხება და ამ ტექსტების ვიდეოვერსიები. გაიმართება ვებგვერდის პრეზენტაცია.

გამოფენა გაიხსნება პროექტის -„განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“ ფარგლებში. პროექტი აჩვენებს, რომ არ არსებობს კონფლიქტი ნაციონალურ იდენტობასა და ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებს შორის. ამას ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველების ბიოგრაფიები, დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პოლემიკები და ქართულ-ევროპული დიალოგის პრეცედენტები.

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი