2015-05-06

„აზრის გამოხატვის თავისუფლების იდეის ჩამოყალიბების გზა საფრანგეთში“

6 მაისს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის დოქტორი ჟაკ გოდიე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აზრის გამოხატვის თავისუფლების იდეის ჩამოყალიბების გზა საფრანგეთში.“

ლექციის მსვლელობისას ჟაკ გოდიე განმარტავს აზრის გამოხტვის თავისუფლების იდეის აღმოცენების ლოგიკურ აუცილებლობას. ისაუბრებს ფრანგი მოაზროვნეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მომენტებს, რამაც დასაბამი მისცა აზრის გამოთქმის თავისუფლების შესახებ იდეის გაჩენას. თავის მხრივ, ყოველივე ამან განსაზღვრა ამ მოღვაწეების ძირითადი ცხოვრებისეული გზა და შემოქმედების მიმართულება.

სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, ფრანგი გამოჩენილი მწერლები და განმანათლებლები მე-17 საუკუნიდან დღემდე ქმნიდნენ საფუძველს იმისათვის, რომ დღეს აზრის გამოთქმის თავისუფლება ძირითად ევროპულ ღირებულებად იყოს აღიარებული.

დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ენა - ფრანგული (უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი