2015-05-07

"დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს"

7 მაისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ქ-ნი ან ბრასორი.

ვიზიტის ფარგლებში ქ-ნი ბრასორი თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეხვდება.  შეხვედრის დასრულების შემდეგ  კი თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: "დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს" (“Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever”).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი