2019-05-29
ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ - პრეზენტაცია
29 მაისს, 17.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, მართავს ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაციას. ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა. ალბომში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები - საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთ-აღრიცხვა, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, ასევე არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები და არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები.მასში ასევე წარმოდგენილია 1921 წელის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია.
ქართულ-ინგლისურენოვანი ალბომის ავტორ-შემდგენლები: ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე; მთარგმნელი: ქრისტინა თოლორდავა, რედაქტორები: ზურაბ გაიპარაშვილი (ქართული ტექსტი), დავით ღონღაძე და ლელა ჯავახიშვილი (ინგლისური ტექსტი); დიზაინერი: ლევან ნოზაძე. დასწრება თავისუფალია, წიგნი საჩუქრად დარიგდება პრეზენტაციაზე.
მისამართი: თსუ, I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1.