2015-06-30
მონოგრაფიის "ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია" პრეზენტაცია
30 ივნისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის "ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია" პრეზენტაცია გაიმართება.
ლექსიკოგრაფიული ნაშრომის ავტორები არიან: თსუ რექტორის პირველი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
პროფესორი, აკადემიკოსი
ლევან ალექსიძე, იამზე გაგუა, მაია დანელია, ეკატერინე კობახიძე, ნინო რუხაძე.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები, აგრეთვე თსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. პრეზენტაციაზე დამსწრეებს საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.
ლექსიკონი რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია” ფარგლებში შეიქმნა .
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი