2015-07-28

გამოშვება 2015

28 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

თსუ ბაკალავრიატი 2015 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორის 2014 წელს შექმნილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი პირველ გამოშვებას იზეიმებს. ღონისძიება მუსიკალურად ჯგუფი „ნიუტონი“ გააფორმებს.

ცერემონიას თსუ რექტორი, აკადმიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2016 სასწავლო წელს 3635 პირველკურსელს მიიღებს.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ეზო

« იხ. ყველა ანონსი