2018-10-23
საჯარო ლექცია ელექტრონული მმართველობის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
23 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარტუს უნივერსიტეტის შუტეს ინსტიტუტის CITIS გუნდის ლიდერის, დოქტორ
მიჰკელ
სოლვაკის ლექცია: „ელექტრონული არჩევნები და არა მარტო“ გაიმართება.
ღონისძიებაზე განხილული იქნება სახელმწიფოს ფუნქციონირების ელექტრონული სერვისის უზრუნველყოფის წინაპირობები ესტონური ელექტრონული მმართველობის ინფრასტრუქტურის მაგალითზე.
ღონისძიება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.