2014-12-03

მოსწავლეთა მეორე კონფერენცია „ჩემი გარემო“

3 დეკემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის  „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა მეორე კონფერენცია „ჩემი გარემო“.
 
პროექტის ფარგლებში სკოლებში ეკო კლუბების მეშვეობით ხორციელდება გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები პროექტის 6 სამიზნე სკოლიდან ბორჯომის რაიონიდან, აგრეთვე, პარტნიორი სკოლები გორისა და ზუგდიდის რაიონებიდან.  კონფერენციას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი,  ფინეთის ელჩი კრისტერ მიჰელსონი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი. ასევე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროის წარმომადგენლები.
 
ღონისძიებაზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს და პროექტებს გარემოსდაცვითი კუთხით, გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი