2009-12-02

ფერეიდნელი ქართველები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

3 დეკემბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფერეიდნელი ქართველები ესტუმრებიან. 20 კაციანი დელეგაცია საქართველოში 2009 წლის 29 ნოემბერიდან იმყოფება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ შეხვედრას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი იულონ გაგოშიძე და თსუ – ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრებიან. დელეგაციის ხელმძღვანელი არია ხოსრავი (ხოსროშვილი) პროფესსორ – მასწავლებლებს და სტუდენტებს კულტურულ – საგანმანათლებლო საკითხზე ესაუბრება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, რუმინეთის აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი