2013-10-24

ესტონეთის საგუნდო მუსიკის ანსამბლის კონცერტი თსუ-ში

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის კოლგა-კუუსალუს საგუნდო მუსიკის ანსამბლის კონცერტი გაიმართება. 

კოლგა-კუუსალუს საგუნდო მუსიკის ანსამბლი შერეული ა კაპელა გუნდია, რომელიც ჩამოყალიბდა 1987 წელს კუუსალუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომელიც ტალინისგან დაშორებულია 40 კილომეტრით. საგუნდო მუსიკა ესტონური იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია მე-19 საუკუნიდან მოყოლოებული. კოლგა-კუუსალუს გუნდმა სამჯერ მოიგო პრიზი ნაციონალურ კონკურსზე, მონაწილეობას იღებდა ფინეთის, შვედეთის და ისლანდიის საგუნდო მუსიკის კონკურსებზე. გუნდი ჩრდილოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მართავდა კონცერტებს: ფინეთში, შვედეთში, დანიასა და ირლანდიაში.

კოლგა-კუუსალუს საგუნდო მუსიკის ანსამბლის რეპერტუარი შედგება შუასუკუნეების (ორლანდო დი ლასო, ბახი, ჰენდელი) მუსიკის, მოცარტისა და ბრუკნერის კომპოზიციების, თანამედროვე სასულიერო მუსიკის, ფოლკლორული სიმღერების თანამედროვე არანჟირებებისა და მიუზიკლების ფრაგმენტებისგან (“ჩემი მშვენიერი ლედი). გუნდის საყვარელი კომპოზიტორია ველიო ტორმისი, რომელიც კუუსალუს რაიონში დაიბადა. ველიო ტორმისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესტონელი კომპოზიტორია მსოფლიოში თავისი ესტონური ფოლკლორული ბრწყინვალე საგუნდო არანჟირებებით. კოლგა-კუუსალუს საგუნდო მუსიკის ანსამბლი ასევე ასრულებს სხვა ესტონური კომპოზიტორების სიმღერებს: არვო პერტი, ურმას სისასკი, ესტერ მეგი, კირილუს კრიკი, გუსტავ ერნესასკი. ანსამბლის ხელმძღვანელია ტაავი ესკო, რომელსაც ესტონეთის პრეზიდენტმა “თეთრი ვარსკვლავი” გადასცა მის მიერ ესტონურ საგუნდო მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი