2015-06-03

სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტის გახსნა თსუ-ში

3 ივნისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნება სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრძანებით, თსუ-ში 2015 წელი გამოცხადდა ცნობილი ქართველი არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის წლად.

საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: სვიმონ კლდიაშვილის არქიტექტურული ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის მომზადება; სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - ,,სვიმონ კლდიაშვილის არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები“; დოკუმენტური ფილმი სვიმონ კლდიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

სათავადაზნაურო გიმნაზიის მთავარი შენობის მშენებლობა იმდროისთვის ახალგაზრდა, მაგრამ ცნობილმა არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა 1900 წელს დაიწყო და 1906 წელს დაასრულა. 1918 წელს გიმნაზიის შენობის ნაწილში გაიხსნა პირველი ქართული და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. 1920 წლიდან მთელი შენობა უნივერსიტეტს დაეთმო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ, №1, თსუ პირველი კორპუსი, ეზო

« იხ. ყველა ანონსი