2015-04-06
შრომის სამართლის სტატიათა ორი კრებულის პრეზენტაცია
6 აპრილს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომის სამართლის სტატიათა ორი კრებულის -
“შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები“ და
“შრომის სამართლის სტატიათა კრებული III“ პრეზენტაცია გაიმართება.
“შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები“ შემუშავებულია შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ცვლილებების ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ოქტომბერში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ამ ცვლილებების სამართლებრივ მიმოხილვას ეძღვნებოდა. კრებულში შესული სტატიები სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში განხილული თემების და კონფერენციაზე გამოთქმული მომსაზრებებისა და მიგნებების ირგვლივ აიგო და დამუშავდა.
“შრომის სამართლის სტატიათა კრებული III“ წარმოადგენს სტატიათა კრებულის მესამე გამოცემას, რომელიც მიმოიხილავს აქტუალურ შრომით სამართლებრივ საკითხებს. მასში სტატიების გარდა გადმოცემულია საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებები შრომის სამართალში.
პრეზენტაცია ორგანიზებულია თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 06
« იხ. ყველა ანონსი