2019-05-07

საჯარო ლექცია "ფრიდრიხ ნიცშე - ზეადამიანი"

7 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მოწვევით გაიმართება შეხვედრა  თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორთან,  ფილოსოფოს  თორნიკე  ქოროღლიშვილთან,  თემაზე "ფრიდრიხ ნიცშე - ზეადამიანი".
,, მე მიყვარს ისინი, ვინც ცხოვრობს შემეცნებისთვის, რათა შეიცნოს, რომ ოდესმე ზეადამიანი დაიბადება."
ზეადამიანის იდეა XIX საუკუნის ცნობილმა ფოლოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ წამოაყენა თავის ნაშრომში ,,ასე ამბობდა ზარატუსტრა’’. ზარატუსტრა გახლდათ ძველი სპარსეთის ქურუმი და ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ-მდე VI-V საუკუნეებში. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ Iკორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი