2015-05-08
კონფერენცია „პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“
8 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკოსი , ლაგოსის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი დანიელა ტომაჟი ჩაატარებს კონფერენციას, სახელწოდებით
„პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“, რომელიც მიეძღვნება იუნესკოს მიერ კულტური მემკვიდრეობად აღიარებულ ორ მუსიკალურ ჟანრს: ფადო (2011) და კანტე ალეინტეჟუ (2014).
დანიელა ტომაჟი არის მუსიკოსი (ფლეიტები/ადუფე), ლაგოსის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელი/მონაწილე სამი ანსამბლის „მედ“-ი, „ვოჩე უმანა“ და „ნუ სოპრუ დუ ვენტუ“, რომლებიც არაერთხელ წარსდგნენ ჰოლანდიელი, ფრანგი და პორტუგალიელი მსმენელების წინაშე.
კონფერენცია პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის” ნაწილია. ღონისძიებების ორგანიზატორია თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრი და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ღონისძიებები იმართება ამა წლის 4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, ოთახი 203, პორტუგალიური ენის ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი