2016-10-25
საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება"
ევროპულ ღირებულებებს, ევროინტეგრაციის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს, ევროპულ განათლებას ეძღვნება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ:
„მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საუბარი შეეხება ევროპულ იდენტობას, თუ რა პერსპექტივები გაგვაჩნია, რა განზომილებები არსებობს. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან. საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენციაა. სექციებში მუშაობა მიეძღვნება იმ საკითხების განხილვას, რაც დაკავშირებულია იდენტობასთან, ევროპეიზაციასთან, თუ სად არის საქართველო, რამდენად ევროპაა საქართველო. ამ კითხვებს პასუხს გასცემენ ჩვენი მკვლევრები. თუმცა, დღეს შევთანხმდით, რომ საქართველო ევროპაა და ჩვენი გზა არის ევროპული და ამ გზას არ გადავუხვევთ.“
„საქართველო ძალზე ახლოსაა ევროპასთან. იმედი გვაქვს, რომ უკვე საშობაოდ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, გვსურს ქართულ უნივერსიტეტებში შემოვიტანოთ ფრანგული ხარისხი კვლევასა და სწავლაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება, მით უმეტეს იმ დროს, როცა ევროპის წინაშე დგას ისეთი სახის კრიზისები, როგორიცაა ბრექსიტი, მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები. მსგავსი კონფერენცია კი კარგი საშუალებაა საზოგადოებრივი აზრის, ახალი ხედვის შესამუშავებლად,“- აღნიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.
კონფერენციაზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, 12 სექცია იმუშავებს. ღონისძიებაზე საუბარი ევროპეიზაციის პოლიტიკურ ასპექტებს, კონფლიქტებს, ინტეგრაციას, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას, ევროპული ღირებულებების ტრანსფორმაციას, ეკონომიკურ კრიზისს, სოციო-ეკონომიკურ მოდელებს, საერთო საბაზრო სივრცეს, გახსნილ საზღვრებს, მიგრაციას, ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, ბოლონიის პროცესსა და უმაღლესი განათლების ევროპეიზაციას შეეხება.
ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო პროექტის ავტორებს, თსუ სტუდენტებს გოჩა ლობჟანიძეს, ნინო გოზალიშვილს, გიორგი ხიდეშელს, გუგა ბერძენიშვილს, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა გადასცა სათვისტომოს მიერ დაარსებული პრიზი „პეგასი“.
მულტიდისციპლინური კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის და ასოციაციის Georgia Proeuropa ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

« იხ. ყველა სიახლე