2013-02-19
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და მარკეტინგულ ცენტრ „ტერრა მედიას“ შორის
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტები მედია-მონიტორინგის კურსის ათვისების ფარგლებში პრაქტიკულ მეცადინეობებს, სტაჟირებას ” ტერრა მედიაში” გაივლიან. თანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მარკეტინგულ ცენტრ ”ტერრა მედიას” შორის გაფორმდა.მემორანდუმი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს - მათ შორის „ტერრა მედიას“ მედია–არქივზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. თავის მხრივ, თსუ აკადემიური პერსონალი კვლევითი საქმიანობის ფარგლებში „ტერრა მედიას“ თანამშრომლების პროფესიული გადამზადებას შეუწყობს ხელს.
« იხ. ყველა სიახლე