2012-12-11
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საიუბილეო წელი გამოაცხადა
10 დეკემებერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო წლის გამოცხადების ცერემონია შედგა.
2013 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტი 95 წლის გახდება. იუბილეს აღსანიშნავად უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით პროექტების და ღონისძიებების ციკლს გეგმავს. საიუბილეო წლის გამოცხადებაზე უნივერსიტეტმა ორი პროექტი წარადგინა.
ღონისძიება სტუდენტური ფოტოკონკურსის „UNIკადრი“ საუკეთესო ფოტოების გამოფენით გაიხსნა. ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს გასულ საუკუნეში გადაღებული ფოტოები და დღევანდელობა, სტუდენტების ფოტოობიექტივში მოხვედრი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები.
ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეღოთ უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ. კონკურსში სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო თანხა 600 ლარი სამ გამარჯვებულზე თანაბრად განაწილდა. უნივერსიტეტის საუკეთესო პორტრეტის ავტორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მეკო გრიშაშვილი გახდა, შენობის ფასადის საუკეთესო ფოტოკადრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე ქადაგიძემ გადაიღო, ხოლო სასწავლო პროეცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრისთვის ჯილდო ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი კობახიძეს ერგო. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფები მინიდა მიდელაშვილი, ანა გოგუაძე და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე შედიოდნენ.
თავისი რჩეული გამოავლინა ელექტრონული წიგნების პორტალმა lit.ge, რომელმაც საუკეთესო ფოტოს ავტორს "იოტა-რიდერი" (ელექტრონული წიგნების წამკითხველი), ხოლო გამარჯვებულ სამეულს ვაუჩერები გადასცა.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაზე მეორე სტუდენტური პროექტის - „სექტორი 12“-ის ფინალი გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო სათავგადასავლო ტურის მეშვეობით სტუდენტები უკეთ დაუფლებოდნენ უნივერსიტეტის ისტორიას და შეეტყოთ უფრო მეტი უნივერსიტეტის მოღვაწეების შესახებ.
შემეცნებითი პროექტი გულისხმობდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაყოფას პირობით 12 სექტორად. თითოეულ სექტორში განთავსებული იყო სპეციალური კოდი, რომელსაც კონკურსანტები მინიშნებების ამოხსნის გზით პოულობდნენ. კოდების მოწოდების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ მიიღო კონკურსის სიმბოლო. 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრა.
თითოეულ მონაწილეს ორგანიზატორებმა დაშიფრული გზავნილი გადასცეს, რომელიც უნივერსიტეტის ლოგოს ავტორის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდებოდა. მონაწილეებს 12 ამოცანის ამოხსნა ევალებოდათ, სწორი პასუხის ავტორი კი, დარჩენილი სიმბოლოების პოვნას განაგრძობდა. საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის ლოგოს შემადგენელი 24 ცხოველის შეგროვებით და ლოგოს შექმნით პროექტის გამარჯვება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თენგიზ სულთანიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულ კონკურსანტს ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცა.
„ერთი თვის განმავლობაში ვიყავი ჩართული სექტორის პროექტში, ასეთ საინტერესო თავგადასავალში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, ყოველდღიურად აღმოვაჩენდით ახალს უნივერსიტეტის შესახებ და მოხარული ვარ, რომ მსგავსი ფორმით უნივერსიტეტის ისტორიას დავეუფლე“, - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა.
საიუბილეო წლის ფარგლებში უნივერსიტეტი კიდევ მრავალ აქტივობას გეგმავს, 8 თებერვალს კი, უნივერსიტეტი 95 წლის იუბილეს საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს.

« იხ. ყველა სიახლე