ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-03

თსუ დოქტორანტის წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლოზ ჟღენტმა გაიმარჯვა კონკურსის „ საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ მეორე საკონკურსო ჯგუფში. კონკურსზე ნიკოლოზ ჟღენტმა წარმოადგინა თემა „მეფე დავით IV-ის (1089-1125 წწ.)  „აღმაშენებლად“   მოხსენიების პირველი ოფიციალური პრეცედენტები“. თემის რეცენზენტები თსუ ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი გიორგი ოთხმეზური  და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მზია სურგულაძე. ნიკოლოზ ჟღენტთან ერთად მეორე საკონკურსო ჯგუფში გაიმარჯვა დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის IV კურსის სტუდენტმა   ლია თედიაშვილმა თემისთვის „დავით აღმაშენებელი თანამედროვე ხატწერაში“, რომლის რეცენზენტი იყო პროფესორი გიორგი კალანდია.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს ლოცვა-კურთხევით წმ.გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიამ 2015 წლის, 23 სექტემბერს კონკურსში „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და მოიცვა ორი ეტაპი. დასკვნით ტურში გავიდა 157 მონაწილე. 
კონკურსის ყველა მონაწილე და გამარჯვებული თემის რეცენზენტები,  წარმომდგენი ორგანიზაციები და კონკურსის მხარდამჭერები  დაჯილდოვდა  სიგელითა  და სიმბოლური საჩუქარით
Print

« იხ. ყველა სიახლე