ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაიქროსოფთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალურმა მენეჯერმა მაიკლ კიოგელერმა (Michael Kogeler) თსუ სტუდენტებისთვის ლექცია-ვორკშოპი გამართა.
,,
ძალიან მოხარული ვარ რომ ვიმყოფები საქართველოში. დღევანდელ ლექციაზე ვისაუბრებ თუ როგორ ვხედავთ ჩვენ დღეს მომავალს, როგორც მაიქროსოფთი. განსაკუთრებით საინტერესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა, მათში დიდ პოტენციალს ვხედავ. განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს მაიქროსოფთის გუნდისთვის, სწორედ განათლება არის ქვეყნის მომავალი. მაიქროსოფთის მიზანია დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში’’- აღნიშნა
მაიკლ კიოგელერმა.
ღონისძიებაზე მაიკლ კიოგელერმა ისაუბრა მაიქროსოფთის ხედვაზე, თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგია ადამიანებს და ორგანიზაციებს მეტის მიღწევაში. ასევე ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და წარმატების ფორმულაზე. მათ შორის, რა კომპეტენციებს ითხოვს მაიქროსოფთი თანამშრომლის სამსახურში აყვანისას, როგორი ბიზნესურთიერთობის მოდელი აქვს კომერციულ ფირმებთან, რა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს სტუდენტებისთვის, როგორ ეხმარება საგანმანათლებლო ინსტიტუციებს და კომერციულ თუ სამთავრობო ორგანიზაციებს ტექნოლოგიების საშუალებით ბიზნესპროცესების ეფექტურობის გასაზრდელად და ა.შ.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის
შალვა გოგიძის თქმით -
,,ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო სტუდენტებისთვის და არა მარტო ჩვენთვის. პრეზენტაციას სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებს ქონდათ საშუალება კითხვა დაესვათ მაიქროსოფთის წარმომადგენლისთვის. მაიკლ კიოგელერმა ისაუბრა მაიქროსოფთის წარსულზე, მიღწევებზე, შესაძლებლობებზე, პროდუქციებზე, რასაც ის მსოფლიოს სთავაზობს. ასევე ყურადღება გაამახვილა მომავლის იდეებზე, მისწრაფებებსა და იმ გეგმებზე, რომლებიც მათ სურთ რომ განახორციელონ’’.
მაიკლ კიოგელერი არის მაიქროსოფთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალური მენეჯერი. ამ პოზიციაზე იგი მართავს და ავითარებს კორპორაციის ბიზნესს 24 ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მრავალფეროვან რეგიონში.
მანამდე მაიკლი წამოადგენდა მაიქროსოფთის ინტერესებს წინა აზიისა და აფრიკის რეგიონში, როგორც მარკეტინგისა და ოპერაციების გენერალური მენეჯერი. მაიკლი 12 წელია რაც მაიქროსოფთში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა მიმართულებებს კომპანიის გლობალური სტრატეგიების დანერგვის საერთაშორისო მიმართულებებით.
მაიქროსოფთი წარმოადგენს გლობალურ ლიდერს პროგრამული უზრუნველყოფის, პლატფორმების და სერვისების წარმოებაში, და თავის მისიად დასახული აქვს ყოველ პიროვნებასა და ორგანიზაციას პლანეტაზე მისცეს უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა.