2011-02-15
„დანაშაულის პრევენცია“ - იუსტიციის სამინისტროს პროექტების პრეზენტაცია თსუ-ში
15 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით „დანაშაულის პრევენციის“ თემაზე იუსტიციის სამინისტროს პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, ჩემი უფროსი მეგობარი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – ყველა ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან დისკუსია გამართეს.
„ყოველთვის მოხარული ვარ ვესტუმრო ჩემს უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი განხილვების შემდეგ სტუდენტმა იცოდნენ პრაქტიკისა და თეორიის თანაბარი ფასი. ჩვენ გვსურს გავუზიაროთ ახალი მიმართულებები უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მოვისმინოთ მათი პროფესიული მოსაზრებები და შენიშვნები“, – განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრო.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, რათა ყოველთვის ვიყოთ ინფორმირებულები და აქტიურად ჩაბმულნი სიახლეების დანერგვის პროცესში. მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ამ კუთხით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

« იხ. ყველა სიახლე