2013-11-04
რარიტეტული წიგნების გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
4 ნოემბერს ევროპული რარიტეტული წიგნების გამოფენა მოეწყო. ბიბლიოთეკის ფოიეში 27 წიგნი გამოიფინა, რომელთაგან უძველესი -
„ცხოვრება წმინდა იერონიმისა“ ლუბეკში 1484 წელსაა გამოცემული; წარმოდგენილია პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - 1629 წელს რომში გამოცემული
ქართული ანბანი ლოცვებითურთ.
„უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდი აქვს. ფონდებში 3 მილიონამდე წიგნი ინახება, მათ შორის უიშვიათესი, რარიტეტული გამოცემები. ამჯერად გამოფენაზე ევროპული რარიტეტული წიგნების მცირე ნაწილი გამოვფინეთ. იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ინტერესით გაეცნობიან ექსპოზიციას,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩუგოშვილმა.
რარიტეტული წიგნების გამოფენა ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. კვირეული თსუ-ში გაიხსნა ღონისძიებით „ვისაუბროთ წიგნებზე“. ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და კულტურის ინსტიტუტებთან ერთად. თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა. კვირეულის ფარგლებში ქართულმა გამომცემლობებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა ევროპული და ქართული ლიტერატურის შედევრები წარმოადგინეს.

« იხ. ყველა სიახლე