2015-12-03
სახელმძღვანელოების – ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ და „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“(ავტორები დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი) და „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“(ავტორები ფ. ლოკიე და დ. ბლეიდსი) – ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების მთარგმნელობითი პროცესი მიმდინარეობს, დღეს მორიგი ორი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების მიერ არის მომზადებული. ამ ფაკულტეტზე აშკარად არის გამოკვეთილი ტენდენცია, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებიც აუბავენ მას მხარს და დააჩქარებენ სახელმძღვანელოების თარგმანს. უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა მზად არის, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოსცეს ისინი“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, „თსუ-ში გრძელდება მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან წარმატებული სახელმძღვანელოების თარგმნა, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი სახელმძღვანელოთი ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პირველი წყაროდან გაიგონ მეცნიერების ყველაზე დიდი მიღწევები და გაითავისონ ისინი“.
„თუ გვინდა, რომ გვქონდეს უფრო ხარისხიანი უმაღლესი განათლება და უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ მათი მეცნიერების უახლეს მიღწევებ. ეს წიგნები ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტებისთვის უფრო ხარისხიანი განათლების მიცემას“-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ.
სახელმძღვანელოს – დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (მე–11 განახლებული გამოცემა) ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი ქეთევან მარშავა, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი.
სახელმძღვანელოს ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ გამოსაცემად 2014 წელს ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა შესაბამის გამომცემლობასთან აშშ–ში და დაიბეჭდა თსუ–ს სტამბაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ძირითადად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, თუმცა ცალკეული თემების გამოყენება მიზანშეწონილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც.
მეორე სახელმძღვანელოს – ფ. ლოკიე, დ. ბლეიდსი „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (მე–2 გამოცემა) – ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი სიმონ გელაშვილი, რედაქტორი პროფესორი ქეთევან მარშავა. ეს წიგნი ნაშრომი დაიბეჭდა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) ეგიდით და მისი გამოქვეყნება იმ დროს დაემთხვა, როდესაც ეთგო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ პრაქტიკულად დანერგა ეროვნული ანგარიშების 2008 წლის ვერსია. წიგნი განკუთვნილია ძირითადად მაგისტრანტებისთვის, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ახალგაზრდა სტატისტიკოსებმა, სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა, ეკონომისტებმა და ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს უფრო მეტი იცოდეს ეკონომიკური განვითარების გაზომვისათვის საჭირო სტატისტიკის შესახებ ეთგო-ს ქვეყნებში.
ორივე წიგნის თარგმნა და გამოცემა განხორციელდა თსუ–ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, რაც თსუ სტუდენტობისათვის თანამედროვე უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა–შესწავლის ფართო შესაძლებლობაა.

« იხ. ყველა სიახლე