2013-10-11
,,ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“ - II საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია
შეუძლია თუ არა საქართველოს დაიწყოს ახალი მწვანე ბიოორგანული რევოლუცია, აწარმოოს თანამედროვე ტექნოლოგიებით ეკოლოგიურად სუფთა აგროსასურსათო პროდუქცია? - ამ და სხვა საკითხებზე
11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია
,,ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“ გაიმართა. ღონისძიება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრისა და ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობედნენ მოწვეული სტუმრები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან; ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და ფერმერები.
კონფერენციაზე განიხილეს პრობლემები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის უსაფრთხო განვითარებაზე, ევროკავშირის ქვეყნების აგრარულ პოლიტიკაში ცვლილებებზე, მწვანე მეურნეობასა და ბიუჯეტის შემცირების პრობლემებზე.
თსუ პროფესორის ეთერ ხარაიშვილის თქმით, „ კონფერენციის მიზანი გახლავთ ბიოეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე მეცნიერთა მიერ შემუშავებული დასკვნების საფუძველზე გავაკეთოთ რეკომენდაციები, წინადადებები; ხოლო მისია გახლავთ დავეხმაროთ სამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაერწმუნებული ვარ, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოს მკვლევრების შედეგების გაცნობით, ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები უფრო მეტად არგუმენტირებული გახდება.“.
„ევროკრიზისის დროს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეამცირეს სოფლის მეურნეობის და ბიოეკონომიკური პროდუქციის წარმოების ბიუჯეტი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკოლოგიური აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაზე, თუმცა 2013-2015 წლისთვის იგეგმება ბიოეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების პოლიტიკის შეცვლა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზრდიან ბიუჯეტს ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ბიოეკუნომიკური პროდუქციის ხვედრითი წილის გაზრდას და ვიმედოვნებთ, ახალი პოლიტიკა იქნება უფრო ეფექტური“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის (რომი, იტალია) პროფესორმა ლუკა ჩეზარომ.
კონფერენცია, რომელიც 12 ოქტომბერს დასრულდება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ტური სოფლის მეურნეობაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ აგროვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრსა და კომპანია „შატო მუხრანში“.

« იხ. ყველა სიახლე