2017-11-22

ტარტუს უნივერსიტეტის რექტორს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტარტუს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვოლი კალმს თსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2005 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. თსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამების, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის და სხვადასხვა ინსტიტუციური პროექტებისა და ინდივიდუალური ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამები და პროექტები უზრუნველყოფენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას და ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე