ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის

14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს შორის სამმხრივი თანამშრომლობა იგეგმება, რაც თეორიულ ფიზიკაში  ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯია თეორიული ფიზიკის განვითარებისთვის, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ზოგადად რეგიონში. გერმანულ უნივერსიტეტებში არსებული  ტექნიკური საშუალებები და ბაზები, ძალიან გამოადგება ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას.“  
ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა ულფ-გ. მაისნერმა აღნიშნა, რომ „მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი თანამშრომლობის არა მხოლოდ უნივერსიტეტებს შორის, არამედ საზოგადოებას შორის.“
მემორანდუმის ფარგლებში 14 და 15 მარტს  თეორიულ ფიზიკაში მინი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე ფოლკსვაგენის გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თეორიული ფიზიკის საგანმანათლებლო ქსელი“ (Regional Training Network in Theoretical Physics)  პრეზენტაცია გაიმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე