2015-03-13
თსუ-ში პოსტდოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულები დასახელდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულები დასახელდნენ. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კონკურსში გამარჯვებული დოქტორები, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ-ს პოსტდოქტორანტურაში მიღების საკონკურსო კომისიამ ხუთი გამარჯვებული გამოავლინა: მაია სვანაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), ნატო ფიცხელაური (მედიცინის ფაკულტეტი), ნათია ფიფია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), გიორგი რუსიაშვილი (იურიდიული ფაკულტეტი), თამარ კბილაძე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი). კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „დღეს ჩვენ პირველად წარვუდგინეთ საქართველოს პოსდოქტორანტები. ეს ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებით ფუნქციონირებს. საქართველოში პირველად ჩვენს უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის ჩამოყალიბება ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო და ეს ინიციატივა შესრულდა. ამით ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ უნივერსიტეტში გააგრძელონ სამეცნიერო კვლევა. პოსტდოქტორანტურაზე მისაღები საუნივერსიტეტო სტანდარტი დაწესდა - 8 კანდიდატიდან კონკურსში ხუთმა გაიმარჯვა. ეს დიდი სტიმულია კვლევაზე ორიენტირებული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს.“
„პოსტდოქტორანტურის კონკურსის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შესაძლებლობა საქართველოში ახალგაზრდა დოქტორებს პირველად მოგვეცა - უნივერსიტეტში გავაგრძელოთ საინტერესო კვლევები,“- აღნიშნა თსუ პოსტდოქტორანტმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან თამარ კბილაძემ.
"პოსტდოქტორანტურა თითოეული ჩვენგანისთვის უნივერსიტეტის მხრიდან დიდი მხარდაჭერაა და სტიმულის მომცემი. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს კვლევის გაგრძელებასა და წარმატებების მიღწევაში,“- განაცხადა თსუ პოსტდოქტორანტმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მაია სვანაძემ.
პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით შეიქმნა. პოსტდოქტორანტურის მიზანია დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელი მეცნიერის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის აქტუალური კვლევის განხორციელებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართვის მეშვეობით. პოსტდოქტორანტი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირია, რომელიც უნივერსიტეტში ორ წლამდე ვადით საქმდება კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. პროექტის განხორციელებისთვის იგი სარგებლობს უნივერსიტეტის განკარგულებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ამასთან, პოსტდოქტორანტი სარგებლობს უნივერსიტეტის მასწავლებლად და დამხმარე პერსონალად უპირატესი მიწვევის უფლებით და მისი შრომის ანაზღაურება უტოლდება ასისტენტ-პროფესორის მინიმალურ ხელფასს.

« იხ. ყველა სიახლე